- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29 სექტემბერს ზოგან იწვიმებს.