დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის განხილვა მოეწყო. პროექტით გაწერილ სამუშაოებზე ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ, რომელმაც ფოტოსლაიდების მეშვეობით უჩვენა შეკრებილ საზოგადოებას, თუ როგორი იქნება ის პროექტის მიხედვით.იგეგმება ბოტანიკური ბაღის სრული რეკონსტრუქცია, ტბის იმ სახით აღდგენა, რა სახითაც ის იყო ისტორიულად. ადმინისტრაციულ შენობის მეორე სართულზე ადმინისტრაცია განთავსდება, იქნება ასევე საკონფერენციო-საგამოფენო დარბაზიც. რაც შეეხება დენდროლოგიურ სამუშაოებს, პროექტით დაგეგმილია ასამდე სხვადასხვა პოპულარული მცენარის დარგვა. ბაღში გათვალისწინებულია კაფეტერიის, საინფორმაციო ჯიხურების, საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც. რეკონტრუირდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობაც, რომელსაც ადრე საჯინიბო ნაგებობის დანიშნულება ჰქონდა. დღევანდელი შეხვედრა საჯარო იყო, რადგან სწორედ ხალხმა უნდა მიიღოს პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა.