მომავალი წლიდან მუნიციპალურ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში სიახლეები იგეგმება


დღეს გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის სხდომა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მორიგი განხილვა მოხდა. როცა საუბარი შეეხო მუნიციპალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების თემას, ინფრასტრუქტული პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსლან კილასონიამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის სატრანსპორტო ინფრასტუქტურას მომავალი წლიდან შეემატება 50 ახალი ტრანსპორტი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა სახის ტრანსპორტზეა საუბარი, კილასონიამ კომენტარისგან, ამ ეტაპზე, თავი შეიკავა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!