მოკრივე ელენე ქარჩავა ევროპის ჩემპიონია


  • საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ელენე ქარჩავამ (48 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში ირლანდიელი მასიე ოკონორ დაფი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ელენე ქარჩავა პირველი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ბრინჯაოს პრიზიორები თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ) გახდნენ.

ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!