გარემოვაჭრეები შეხვდნენ ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას და საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსულმა გარემოვაჭრეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ სასკოლო სეზონის დაწყებამდე
და მერიის გადაწყვეტილებას ზუსტად სამ საათზე შეიტყობენ. დილიდან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია ისევ განაახლეს. მათთვის დროებითი ვაჭრობის დროც ამოიწურა. მოვაჭრეთა ნაწილი მერიაში მივიდა და მერთან შეხვედრას ითხოვდა, ნაწილი ქუთაისში, პარლამენტში გაემგზავრა.