მობილური ტელეფონის ეკრანზე კორონავირუსი 4 დღის განმავლობაში ცოცხლობს


  • ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, მობილური ტელეფონის ეკრანზე კორონავირუსი 4 დღის განმავლობაში ცოცხლობს, შესაბამისად, მისი გავრცელება დაინფიცირებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტის გარეშეცაა შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Quartz-ი ავრცელებს.

ტენესის უნივერსიტეტის იმუნოლოგის, რუდრა ჩანაპანავარას განცხადებით, შუშის ზედაპირზე კორონავირუსი 96 საათი ცოცხლობს, სმარტფონების ეკრანები კი სწორედ შუშისგანაა დამზადებული. იმუნოლოგის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მობილური ტელეფონის ეკრანი სპეციალური ხელსახოცით უნდა გაიწმინდოს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!