ამ დილით, ზუგდიდში, ლობარდის მფლობელი რუზგენ ჩუხუა გარდაცვლილი საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გამავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულმკერდის არეში. ადგილობრივი ბიზნესმენის რუზგენ ჩუხუას თვითმკვლელობის ფაქტზე საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, დღეს დილით მათთან რამდენიმე პირი იმყოფებოდა, მათ შორის დაცვის პოლიციის უფროსი ზვიად კილასონია და ესაუბრნენ რუზგენ ჩუხუას. მათი ცნობით, საუბარი იყო გარკვეული ოდენობის თანხაზე, რომელიც მართებდა გარდაცვლილს. ამ საუბრის შემდეგ კი ის სახლიდან გავიდა და ცოტა ხანში მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.