შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული დემნა კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ კახათში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 ნოემბერს დემნა კ-მ სოფელ კახათში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მამას – 1939 წელს დაბადებულ ჯამბულ კ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჯამბულ კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს