დღეს, ზვიად გამსახურდიას სკვერთან გაიმართა მშვიდობიანი საპროტესო აქცია, რომელიც მიეძღვნა ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას. აქციის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლა ზუგდიდში. მოსწავლეებს და პედაგოგებს ჰქონდათ პლაკატები წარწერით “მკვლელი დაისაჯოს” .
,, 19 მაისს საქართველოში დატრიალდა საშინელი ტრაგედია, რომლის მიზეზი სამწუხაროდ, ჩვენი ძმა, აფხაზია. მე არ მინდა ამ ტრაგედიის გამო ყველა აფხაზი უხეშად მოვიხსენიო, რადგან ეს კონკრეტულად ერთი ადამიანის დანაშაულია”, – ამბობს პედაგოგი ოთარ ბჟანია.
აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოთხოზორიას ხსოვნას.
აქციას შეუერთდნენ გიგა ოთხოზორიას ოჯახის ახლობლები და ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან ანი წითლიძე.