მკვლევარებმა უდიდესი კუს ბაკანი აღმოაჩინეს


სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს უძველესი კუს ბაკანი, რომელიც უზარმაზარი ზომისაა. ამის შესახებ ინფორმაციას ციურიხის უნივერსიტეტის პორტალი აქვეყნებს. მეცნიერების მონაცემებით, უდიდესი ბაკანი დაახლოებით სამი მეტრის სიგრძის აღმოჩნდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ცხოველი დაახლოებით 1145 კგ-ს იწონიდა. ეს ორჯერ მეტია დღეს დედამიწაზე არსებულ ყველა სახეობის კუზე. საინტერესოა, რომ ამ და კიდევ რამდენიმე ბაკანზე აღინიშნება “რქები”- ბასრი წანაზარდები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მამრის ბაკანი თავდაცვისთვის შეიარაღებული იყო რქებით.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ სახეობას Stupendemys geographicus-ს უწოდებენ და პირველად ის 1970 წელს აღმოაჩინეს. კუს ეს სახეობა, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, თანამდროვე ლათინურ ამერიკაში, ჭაობებში ბინადრობდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში შთამბეჭდავი ზომებით გამოირჩეოდა ბევრი სხვა ცხოველი, მაგალითად, ვირთხა, კაიმანი, ალიგატორი და ა.შ. გარდა ამისა, უძველეს რეპტილიებზე კვლევამ აჩვენა, რომ ამაზონის შემოგარენში დღესაც ბინადრობს Stupendemys geographicus-ის უახლოესი მონათესავე სახეობა.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!