მიხეილ ქირია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა


  • საოპერო მომღერალს, ზუგდიდელ, მიხეილ ქირიას კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცა.

“ღირსების ორდენი ჩემთვის დიდი პატივია. მადლიერი ვარ იმ შეფასებისთვის, რაც ჩემს საერთაშორისო პროფესიულ საქმიანობას მიეცა. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და პირადად ქალბატონ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მხარდაჭერისთვის. ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაჟღერდრს ქართული ხმა საერთაშორისო ასპარეზზე.  – წერს მიხეილ ქირია “ფეისბუქში”.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!