- მირიან შონია და ელენე სიჭინავა, მეორე საჯარო სკოლის, მეათე კლასის მოსწავლეები, მონაწილეობდნენ ლინგოსთარის კონკურში. ლინგოსთარი გახლავთ ოლიმპიადა ინგლისურ ენაში, იგი SS International Edu for Georgia-სა და Speak Up London-ის ერთობლივ საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს.
კონკურსში მონაწილეობდა 4200 მოსწავლე. მირიანი და ელენე მოხვდნენ საუკეთესო ასეულში. მათ გადაეცათ სერტიფიკატი და ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ SpeakUp-ის ფასდაკლების ვაუჩერი.