- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრებმა დაიწყეს ქალაქის ტერიტორიაზე შემოსული განცხადებების გადამოწმება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამარ ზარქუამ გვითხრა, რომ კომისია მუშაობას თვის ბოლომდე უნდა მორჩეს. “ამიტომ ყველა ჯგუფი თვითონ წყვეტს როდის იწყებს მუშაობას. 16–20 ივნისამდე უნდა მორჩეს შემოსული განცხადებების გადამოწმებას.”
“ზუგდიდელების” კითხვაზე, როდის შეეძლებათ ბენეფიციარებს მათთვის მინიჭებული ქულების ნახვა, თამარ ზარქუა ამბობს, რომ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, ეს უნდა მოხდეს ამ თვის ბოლოს, ან მომდევნო თვის დასაწყისში”.
მერიაში 243 განცხადებაა შემოსული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. 141 განცხადება სახლის მშენებლობას ეხება, ხოლო 102 განცხადება “ერთი თბილი ოთახის” პროგრამას.