მიმდინარეობს რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმციით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან და მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკა ერთდროულად 100 პაციენტის მიღებას შეძლებს. რუხის სამედიცინო ცენტრს სამ დღეში უკვე შეეძლება კარანტინზე გადასაყვანი მოქალაქეების მიღება, შემდეგ ეტაპზე კი ცენტრი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეების და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას შეძლებს. სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მომავალში, კლინიკა, საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე.

რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!