- ამ დღეებში, ძალიან პოპულარული გახდა ჟურნალ Forbes Georgia-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია ქართველი მილიონერების შესახებ. ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი დიასამიძემ, რომელიც ზუგდიდელების საყვარელი თანამემამულის ფრიდონ თოდუას შვილიშვილია.
გიორგი დიასამიძემ „თოდუას კლინიკის“ მართვა 2017 წელს, 18 წლის ასაკში, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა. მისი განათლება შთამბეჭდავია: ლონდონი, შვეიცარია, გერმანია – გიორგიმ მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლებში აითვისა ბიზნესის მენეჯმენტი, რათა ქართულ მედიცინაში სრულიად ახალი, დასავლური სტანდარტი დაენერგა.
