- ქართულ პარლამენტში, 14 მილიონერი ჰყავს “ქართულ ოცნებას”: გიორგი გახარია, ბექა ოდიშარია, გიორგი ამილახვარი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი ხახუბია, პაატა კვიჟინაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ სანიკიძე, ზაალ დუგლაძე, თამარ ტალიაშვილი, ისკო დასენი, ანტონ ობოლაშვილი.
მილიონრები არიან ოპოზიციის სიაშიც. ყველაზე მეტი მილიონერი “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკშია (კახაბერ ოქრუაშვილი, კობა ნაყოფია, მანუჩარ კვირკველია, ნატო ჩხეიძე და ცეზარ ჩოჩელი). სხვა პარტიებში მილიონრები ასე გადანაწილდნენ: “ლელო” – 2 (ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე); “ევროპული საქართველო” – 1 (არმაზ ახვლედიანი); “პატრიოტთა ალიანსი” – 1 (ავთანდილ ენუქიძე). “გირჩის”, “მოქალაქეებისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” სიით მილიონერები დეპუტატები არ გამხდარან.