- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.
ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა „ტელეგრამში“ დაწერა: “ნაწილობრივ განადგურდა სასწავლო დაწესებულების შენობა, განადგურდა საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთ სახლში კი ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე სახლში ჩაიმსხვრა ფანჯრები, კარები, დაზიანდა სახურავები. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა“.