მიიღებენ თუ არა ზუგდიდში, ბაღის აღსაზრდელები, არდადეგებზე, მათ წილ პროდუქტებს?


  • კორონავირუსის პრევენციამ კიდევ ერთი საკითხი დააყენა დღის წესრიგში-სახლში დარჩენილ ბავშვთა სწორი კვება, რომელსაც ბევრი ოჯახი ვერ მოახერხებს თუ მათი შვილი ბაღში აღარ ივლის.

მიიღებენ თუ არა სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ზუგდიდის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, იმ არამალფუჭებად პროდუქტს, რომელიც მიმდინარე არადადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო მათი კვებისთვის, ? – ამ შეკითხვით მიმართა “ზუგდიდელებმა”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს კონსტანტინე კაკავას, როგორც ამ სფეროს კურატორს. მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერი ხვალ გააკეთებს განცხადებას და არ აკონკრეტებს ჩვენთან დეტალებს.

“ზუგდიდელებთან” საუბარში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძრვანელმა ხათუნა თოლორაიამ კი გვითხრა, ხვალ დილით, 10 საათზე, მერთან გაიმართება თათბირი სადაც გაირკვევა ეს საკითხიც.

“ზუგდიდელებმა” სარწმუნი წყაროდან იცის, რომ ეს თემა, ხვალ დილით, მერიაში, თათბირზე სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება, რომ ზუგდიდელი ბავშვებიც, თბილისელი თანატოლების მსგავსად, თავიანთ წილ არამალფუჭებად პროდუქტს, რომელიც  არდადეგების პერიოდში მათთვის უნდა დახარჯულიყო, მიიღებენ სახლში. ზუგდიდშიც განმეორდება ის პრაქტიკა, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ გაახმოვანა დღეს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!