- დღეს, მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის N1 საჯარო სკოლის (სკოლის დირექტორი ინეზა კვიტატიანი), მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ნატო ჭუმბურიძე და მაია ქაჯაია), პოეტ ანა კალანდაძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გამართეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და ისაუბრეს პოეტის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე.
ნატო ჭუმბურიძე: “დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო პოეზიის პოპულარიზაცია. დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ძალიან რთულია მოსწყვიტო ბავშვი კომპიუტერს.ჩვენი მიზანი იყო, ეს ბავშვები გვეზიარებინა ქართულ პოეზიას. ყველა ბავშვმა იცის ის ლექსები რამაც გაიჟღერა აქ. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ”.