მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, სომალის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ეგვიპტის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 55 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ”.-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 + eighteen =

Akismet ანტისპამი