მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს


  • მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“,- განაცხადა გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + 15 =

Akismet ანტისპამი