მზის სინათლე ენერგიას ჩუქნის დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ არსებას. მზის გარეშე ხომ წარმოუდგენელია სიცოცხლე! მზის სინათლე ენერგიით ავსებს ყოველივეს, რაც კი მის სხივებში ექცევა, რადგან მზის ენერგია ყველაზე ძლიერი ენერგიაა მთელ კოსმოსში.
მზის სხივები ადამიანის ორგანიზმისათვის ენერგიის უნივერსალური წყაროა. ის საოცრებებს ახდენს ორგანიზმში. მზის სინათლის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება უამრავი სასარგებლო და ქსოვილთა ფუნქციობისათვის აუცილებელი ნივთიერება. ყველამ იცის, რომ მზის სხივების წყალობით კანში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერება, რომელიც D ვიტამინის შემცველობას ზრდის. არაფერია იმაზე სასარგებლო, ვიდრე გაღვიძებისთანავე მზის კაშკაშა სხივებში ჩაძირვა. ისინი არა მხოლოდ სითბოთი და ენერგიით ავსებს ადამიანის ორგანიზმს, არამედ ეხმარება მას გამოღვიძებასა და შრომით მზადყოფნაში, ჩუქნის უამრავ პოზიტიურ ემოციას. მზის სინათლით გაჯერება გვმუხტავს ენერგიით, გვიმაღლებს გუნება-განწყობას, გვმატებს სასიცოცხლო ძალებს.