მე-9 უბანზე, ხმაური და დაპირისპირება იყო


  • ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-9 უბანზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, N18 საბავშვო ბაღში (დევნილთა დასახლება) ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პარტია “ძლიერი საქართველოს” საოლქო კომისიის წევრის დავით ჩქოტუას განცხადებით, მას ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა: „ადგილზე იყო დამკვირვებელთა კატეგორია, რომლებიც ურნებთან ძალიან ახლოს იდგნენ. და აკონტროლებდნენ ხმის მიცემას. ანუ, მათ შეეძლოთ დაენახათ ვის აძლევდნენ ამომრჩევლები ხმას“.
დავით ჩქოტუას განცხადებით, მან მიმართა თავმჯდომარეს დისტანცია დაეცვათ დამკვირვებლებს: „…ამ დროს მოხდა დაპირისპირება, ვინ ხარო. მე შევთავაზე გარეთ გასვლა და ლაპარაკი. იქ ადგილზე ხელს ხომ არ შევუშლიდით. იყვნენ ბეიჯებით, მაგრამ მე ვერ მოვასწარი სახისა და გვარის გარკვევა… სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, იმიტომ რომ რეაგირება არ მოუხდენიათ ადგილზე პოლიციის თანამშრომლებს. უბრალოდ, მათ მხოლოდ გაწევ-გამოწევის შემდეგ გაგვაშველეს”, – თქვა მან.

კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” წარმომადგენელი გიორგი თოდუა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პარტია მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოებისგან.

ინფორმაციისთვის: #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 70 უბანია. ელექტრონული არჩევნები ტარდება ყველა უბანში გარდა 10 უბნისა. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 116,968 ამომრჩეველი-61,884 ქალი და 55,084 კაცი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!