“მე შიდსი მაქვს-ჩამეხუტე”


1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“, მოაწყო სამოქალაქო აქცია: „მე შიდსი მაქვს-ჩამეხუტე“. აქციის ფარგლებში, მოხალისეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

ზუგდიდის მერიის ჰოლში მოეწყო ტესტირება აივ ინფექცია შიდსზე და c  ჰეპატიტზე. ტესტირების ჩატარება შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს.  აივ შიდსზე ტესტირება ჩაიტარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ  და სხვა საჯარო მოხელეებმაც. ლაშა გოგიამ   მოსახლეობას მიმართა ისარგებლონ ამ აქციით, გამოიკვლიონ და ჩაიტარონ ტესტირება. მოგვიანებით, ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა კონფერენცია, რომელიც  შიდსთან ბრძოლის თემატიკას მიეძღვნა. ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსოფლიო დაირაზმა ამ ვირუსის წინააღმდეგ და შესაძლებელი გახდა მისი  მართვა, რაც მისი თქმით,  უდიდეს მიღწევაა. დარახველიძის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც ემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთს და აფხაზეთს, 2004 წელს გაიხსნა შიდსის ცენტრი, სადაც დღეის მონაცემებით, აღრიცხულია 580 პაციენტი, აქედან 325 პაციენტი მკურნალობს.

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ 1988 წელს დააწესა გაერომ.  ეს დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!