„ჩემთვის არის უდიდესი პატივი, რომ მე დღეს მქვია წიგნის ავტორი. მინდა, რომ ეს წიგნი იყოს სასარგებლო ახალგაზრდებისთვის, ჟურნალისტებისთვის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც სიღრმისეული ჟურნალისტიკით არის დაინტერესებული“,
– ამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე, რომლის წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „პირველად იყო ლაქა“ საინტერესოდ წარიმართადღეს ზუგდიდში. წიგნში ავტორის მიერ, წლების მანძილზე, დაწერილი ანალიტიკური წერილებია შესული, ის, რაც ქართულ პოლიტიკას და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხებოდა, ფაქტებს და მოვლენებს, რომლებიც განხილვის თემად იქცა საზოგადოების მხრიდან მაშინ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა, და აქტუალურია დღესაც. წიგნში შესულია ბოლო 15 წლის მანძილზე ჩვენს თვალწინ მომხდარი მოვლენების სიღრმისეული შეფასება, ასევე ლიტერატურული წერილიც, რაც მას კარგ საკითხავად აქცევს“.-მიმართა აუდიტორიას გამომცემლობა „არტანუჯის“ მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ, მისი თქმით წიგნი კარგი სახელმძღვანელოა ჟურნალისტებისთვის, ან იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მიმართულებით აპირებენ მომავალში საქმიანობას.