- 18 ნოემბერს, ზუგდიდმა უმასპინძლა STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის – „მომავლის საქართველო“ მეორე ეტაპის მორიგ შესარჩევ ტურს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ STEAM ექსტრაკურიკული პროგრამის საპილოტე სკოლები სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონიდან.
კონკურსში გაიმარჯვა სსიპ ქალაქ ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლამ.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი გუნდის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც პროფესიული ჟიურისგან, ასევე მონაწილე სკოლების წარმომადგენლებისგან.
“ეს გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი სკოლა აქტიურად უწყობს ხელს ინოვაციური სწავლების, შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უნარების განვითარებას. ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს, მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს – ინოვაციურ საქართველოში”.-აღნიშნულია მეხუთე საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
