- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიკოსების ჯგუფმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ადამიანის ენდოკრინული სისტემის “დამნგრეველ” ქიმიურ ნივთიერებებს ეხება.
მეცნიერები მანამდედაც აქვეყნებდნენ საკვებ პროდუქტებში, შეფუთვებში, კოსმეტიკაში, საშინაო მოხმარების საგნებში, სარეცხ საშუალებებში, ქსოვილებში ელექტრო ხელსაწყოებში არსებული სინთეზური ნაერთების ჩამონათვალს, რომლებიც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
2017 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარადგინეს 45 ქიმიკატის სია, რომელიც იწვევდა ენდოკრინული სისტემის დარღვევებს. ახალ კვლევაში სპეციალისტებმა გააფართოვეს წინა ჩამონათვალი იმ ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც რამოდენიმე წლის წინ სრულად არ იყო შესწავლილი. აღნიშნული კვლევით დადგინდა ამ ქიმიური ნაერთების კავშირი სიმსუქნესთან, დიაბეტთან, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებასთან საკვერცხეების პოლისკისტოზთან, ენდომეტრიოზთან და სარძევე ჯირკვლის კიბოსთან.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ბისფენოლების, ფოსფოორგანული პესტიციდების და ანტიპირენების მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტიური პრობლემები, კერძოდ, ყურადღების დეფიციტის სინდრომი.
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ბევრ ნაერთს აქვს ე.წ. უსაფრთოხოების ზღვარი. მაგრამ ყველა მწარმოებელი როდი იცავს დადგენილ დოზირებას. როგორც მინიმუმ, საჭიროა მრეწველობაში პოტენციურად საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ნორმების დაცვაზე კონტროლის დაწესება.