”მეტი რაღა უნდა მოხდეს”-მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში


დღეს, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას „ მეტი რაღა უნდა მოხდეს“. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავება. აქციის მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები: „სისტემა უნდა დაინგრეს“, „ჩემი არ არის, ჩამიდეს!, „არა ჩადებას!“, „შინაგან საქმეთა მაფია“ „მეტი არ უნდა მოხდეს“. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ იმდენად გაბრაზებულები ვართ, რომ  მუხტი ამ აქციებით არ შეჩერდება, ადამიანი მხოლოდ ცენზურის გამო არის დაკავებული.“ მისი თქმით, საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=JXHFwXEHjxY[/embedyt] „ბირჟა მაფიის“ წევრებს: მიშკა მგალობლიშვილს და გიორგი ქებურიას 8-დან-20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ შსს განსაკუტრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა – შენახვას ედავება. დღევანდელ აქციას შეუერთდა “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!