- დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ გააპროტესტეს.
მათ ხელში ეჭირათ პლაკატები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ბანერი “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”. აქციის მონაწილეებმა, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან ფიცი დადეს, რომ იბრძოლებენ საქართველოს თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მოგვიანებით კი მსვლელობა მოაწყვეს.
ინფორმაციისთვის: დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.