- შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, სოფელ დიზთან ჩამოწოლილი მეწყერისგან გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მეწყერი სოფელ დიზთან წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა. კლდის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.