მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება 15 სექტემბრამდე გრძელდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება 15 სექტემბრამდე გრძელდება.

მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;

წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://zugdidi.gov.ge/ka/content/987/277/meris-stipendia


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × 2 =

Akismet ანტისპამი