- მუნიციპალიტეტების მერის რიგგარეშე არჩევნებში, საარჩევნო 5 მუნიციპალიტეტში, მერის თანამდებობაზე არჩევის სურვილი, ცესკოს ინფორმაციით, 71 მოქალაქე დარეგისტრირდა. აქედან ქალბატონია მხოლოდ 16.
ქალებს, მერობის სურვილი, ყველაზე მეტად მარნეულში აღმოაჩნდათ. 13 კანდიდატიდან, 6 ქალბატონია. ხულოს მუნიციპალიტეტში კი, მერობის 14 კანდიდატიდან არცერთი არ არის ქალბატონი.
ზუგდიდში მერობა 16 საარჩევნო სუბიექტს სურს. ქალბატონია მხოლოდ 4.