- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია, მიმდინარე წელს პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 45 მოქალაქის განცხადება განიხილა.
“კომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსური დახმარება გაეწია სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ 40 ოჯახს, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 4 ოჯახს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსისი მქონე 1 პირს.
მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სოციალური დახმარებებით/მომსახურებებით:
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა.
გენდერული თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერების პროგრამა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა.
მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა.
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა.
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა.
სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამა.
პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“.