- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ ერთი პაკეტის ღირებულება 90 ლარამდეა.
გოგია რევია: “ტრადიციულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრებს გადასცემს, მრავალშვილიანი ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს (ადგილობრივი და დევნილი), მარტოხელა მშობლებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს. ჯამში 550 სასაჩუქრე კალათას.
პაკეტებში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღების, კარამელი, ლიმონათი, თაფლი, კვერცხი, ფქვილი, მაკარონი, ზეთი, ვაფლის ტორტი, წიწიბურა, ჩაი, ბრინჯი და ქათამი. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ.”
საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები, ბენეფიციარებს, ახალი წლის წინა დღეებში დაურიგდებათ.