მერია – ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის 70-მდე შიდა ქუჩაზე მოხდება. სამუშაოები უკვე დასრულებულია 35 ქუჩაზე, დანარჩენ ქუჩებზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ქალაქის შიდა ქუჩებში არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის. ეტაპობრივად მოხდება დარჩენილი ქუჩების კეთილმოწყობაც.

გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ზედამხედველობის სამსახურისა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრ თაზო ფაცაციასთან ერთად გაეცნო.

გზის რეაბილიტაციის თანხა 15 მილიონ ლარამდე მთავრობის განკარგულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!