- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სატარიფო მიდგომა ქვეყანაში არსებული ბოტანიკური ბაღების სატარიფო მიდგომებთან შედარებით ყველაზე იაფია.-ამის შეახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფებით სარგებლობა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. ბოტანიკური ბაღის ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისი სატარიფო განაკვეთი 2020 წლის მარტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მიიღო. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სატარიფო მიდგომა ქვეყანაში არსებული ბოტანიკური ბაღების სატარიფო მიდგომებთან შედარებით ყველაზე იაფია”.
ინფორმაციისთვის, 1 თებერვლიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანი იქნება.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 2022 წლის 1 თებერვლიდან იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:
საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი.
საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები – 1 ლარი.
სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი.
ერთთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი.
სამთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი.
ექვსთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი.
ერთწლიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე 70 ლარი. ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონიმენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი.
სამთვიანი საოჯახო აბონიმენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი.
პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი.
კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი.
ფოტოსესია – 50 ლარი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები, პენსიონრები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდა. სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები,ხელოვნური ტბა, ორანჟერიე. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.
რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ – 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთან ერთად განახორციელა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ჩაერთო ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა