ზუგდიდის მერიასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ოპოზიციური პარტიების წევრებმა, ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს და საქართველოს პრემერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაგმეს.

“დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი იყო გაგვეპროტესტებინა ირაკლი ღარიბაშვილის პუტინისტური განცხადება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებოდა ერთი ნათელი პოზიციის დაფიქსირებას, რომ ის დღეს დგას არ უკრაინის არამედ, რუსეთის გვერდზე. ჩვენ კარგად ვიცით, რა კოლაბორაციონალისტური მთავრობა გვყავს და ამას დიდი ხანია ვამტკიცებთ. მისი განცხადებები დრეს იყო ამ ყველაფრის დასტური. მერიასთან მოვედით იმიტომ, რომ დღეს ვნახე ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას თავის გვერდზე გამოუქვეყნებია თავისი ფოტო უკრაინის დროშის „ფრეიმით“. მე მინდა მას ვუთხრა, რომ „ფრეიმის“ დაყენებით თქვენ არ ხდებით უკრაინის სოლიდარული. მოგიწოდებთ, შეუერთდეთ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციას”,- განაცხდა პარტია “დროას” წევრმა მარიამ სიჭინავამ.

მერიასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა შენობასთან უკრაინის დროშის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!