- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და “გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)” შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება განიხილეს.
ზუგდიდის მუნიციალიტეტის საკრებულოს, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას განმარტებით, გრანტის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით 60 ათასს ლარს და გულისხმობს, ტრადიციული რეწვის ხელოვნების პოპულარიზაციას. “რეორგანიზაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის მერიაში შეიქმნა და საკრებულომ მხარი დაუჭირა ახალი განყოფილების შექმნას, რომელიც მუშაობს საინვესტიციო პროექტებზე. მან მოიპოვა პირველი გრანტი undp-ისგან. დღეს, ჩვენ მივეცით მერს თანხმობა გაფორმდეს საგრანტო ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებიდან გამოცხადდება ტენდერი და ტენდერის დასრულებიდან, დაახლოებით ორ თვეში, დადიანების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება პავილიონები, სადაც გამოიფინება ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ამ რეწვით დაკავებული ოსტატები მოახდენენ ამ სფეროს პოპულარიზაციას”.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.