- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია არასამთავრობოებს შეხვდა
დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგო ჯგუშიამ, შეხვედრა გამართა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა ისაუბრა, მერად მოსვლის შემთხვევაში თუ როგორ გახდის ზუგდიდს უკეთეს ქალაქად და როგორ მოაგვარებს ადგილობრივი მოქალაქეების პრობლემებს. “მე მოვდივარ მერად ისე, რომ არცერთი თეთრი არ გამაჩნია და ალბათ, არც საარჩევნო ბანერი მექნება. ამ დღეებში გავასაჯაროებ ჩემი ანგარიშის ნომერს და შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ჩარიცხოს თანხა, ეს იქნება 5 თუ 10 ლარი.”–განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.