- “ზუგდიდელების” ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც ოპერაცია გაუკეთდა ზუგდიდის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვალი დაუზიანდა.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა “ზუგდიდელებს” უთხრა, ის შეხვდა ნაყოფიას მკურნალ ექიმებს, რომლებმაც მას უთხრეს, რომ ნაყოფიას ოპერაცია ჩაუტარდა ორ ეტაპად. ოპერაციის პირველი ნაწილი შეასრულეს ნეიროქიურგებმა, შემდეგ, მეორე ნაწილი გააგრძელეს ოფთამოლოგებმა. “ამ დროისთვის ოპერაცია დასრულებულია ექიმებმა ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, ისინი მის მდგომარეობას აფასებენ დამაკმაყოფილებლად. რაც შეეხება მხედველობის აღდგენას ექიმები ამბობენ, რომ რეაბილიტაციის პროცესზეა დამოკიდებული”.-განმარტა “ზუგდიდელებთან” საუბარში ქვარაიამ.
დემეტრე ნაყოფიას აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა.