ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაის ინფორმაციით, ზუგდიდში, რამდენიმე დღეში, ოფიციალურად გაიხსნება მაჟორიტარის ბიურო. ბიუროს შესანახად პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია ყოველთვიურად 4300 ლარი. ბიურო ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, დილის 9 სთ-დან საღამოს 6 საათამდე.
მერაბ ქვარაიას განმარტებით, თუ რამდენი თანამშრომელი იმუშავებს მაჟორიტარის ბიუროში, ჯერ-ჯეროვთ, განსაზღვრული არ არის,-” ვფიქრობთ, 3-4 ადამიანი იყოს, საჭიროებიდან გამომდინარე. მოქალაქეებს შეეძლებათ თავინათი პრობლემებით, თუ თხოვნით, მიმართონ ბიუროს. ბიუროს ეყოლება ხელმძღვანელი, საკონტაქტო პირი, რომელიც იქნება დამხმარე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და შუამდგომლობას გაუწევს თვითმმართველობასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ურთიერთობაში. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატს, მე მექნება სპეციალური დღეები, ამ დღეებში ჩამოვალ ზუგდიდში, ამის შესახებ ინფორმაცია ექნებათ მოქალაქეებს, ვისაც პირადი შეხვედრის აუცილებლობა ექნებათ დღის წესრიგში. მე შევხვდები მათ. შევეცდები მათთან ერთად გადავჭრა ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ. მთელი ეს პერიოდი მუდმივად ვარ, კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, სისტემატიურად ჩავდივარ ზუგდიდში, ვხვდები ადამიანებს ვკონტაქტობ მათთან სოციალური ქსელების მეშვეობით. ბიუროს ოფიციალური გახსნა, ბევრად უფრო გამიოლებს საზოგადოებასთან ურთიერთობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც მუდმივად შევხვდებით საზოგადოების სხვადსხვა ფოკუს ჯგუფის, მედიის და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სხვადსხვა დარგის მუშაკებს და მათთან ერთად ვეცდებით სატკივარი მივიტანოთ პარლამენტის კაბინეტებამდე’’.- აცხადებს ქვარაია.
იმაზე, თუ სად განთავსდება ზუგდიდის მაჟორიტარის ბიურო და ვინ უხელმძღვანელებს მას, მერაბ ქვარაია ამბობს, რომ “ბოლო დეტალები ზუსტდება, საბოლოოდ გადაწყდება და ამის შემდეგ, გეტყვით ზუსტ ინფორმაციას. რაც შეეხება ბიუროს ხემძღვანელს, ნუ ვიჩქარებთ, ამ ეტაპზე, ოფიციალურად ხელშეკრულება გაფორმებულია მხოლოდ ერთ თანამშრომელთან ირაკლი ბაღათურიასთან, რომელიც უკვე ასრულებს დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს”.