- დღეიდან, მეთადონის პროგრამით მოსარგებლე ადამიანები რუხის კლინიკაში მიიღებენ მათთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო მომსახურებას.
“პროგრამით მოსარგებლე ადამიანები კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებენ მათთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო მომსახურებას.
ამასთანავე აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ ამ მიმართულებით დილის 07:15 წუთიდან საღამოს 19:00 საათამდე მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც პროგრამით მოსარგებლეებს დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებას გაუმარტივებს.”-განმარტეს ზუგდიდის მერიაში.