- რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქში“ დაწერა.
“11 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: სამი ბახმუტში, ორი კურახოვოში, ერთი მარინკაში და ერთი ავდიივკაში. დაშავდა კიდევ 14 ადამიანი“, – წერს კირილენკო.