- რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, ტვერის ოლქში Embraer თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„როსავიაციის” ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს.
თვითმფრინავი ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინას მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
წყარო