- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბში, შეხვედრაზე, “მედიაწიგნიერების მუზეუმის” შექმნის პირველი ნაბიჯები გადაიდგა.
„მედიაწიგნიერების მუზეუმი’’ იქმნება პროექტის “დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში (ფასილიტატორები: მედეა თორია და ნანი მოსიძე).
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
პროექტს ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია PEOPLE IN NEED.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ისმიერ.