მეგრული სულუგუნი და ჯანმრთელობა


  • ადამიანების უმრავლესობას, ცხოვრება ყველის გარეშე წარმოუდგენელი აქვს. შეიძლება, დიეტიდან ნებისმიერი პროდუქტის ამოღებას დათანხმდენენ, მაგრამ ყველს ვერ ელევიან. მას მიირთმევენ საუზმეზეც, სადილზეც და ვახშმადაც.

 მგზავრობისას, პურისა და ყველის პუტერბროდებით წახემსება, ნოყიერ სადილად შეიძლება ჩაითვალოს. ყველის მრავალი სახეობიდან საუკეთესოდ მიიჩნევა სულუგუნი. ეს იმიტომ რომ ის მაღალი კვებითი ღირებულების გამორჩეულ ყველად ითვლება. დიეტოლოგიური თვალსაზრისითაც, პაციენტთა კვების რაციონში მისი შეზღუდვა პრაქტიკულად არც ერთი პათოლოგიის დროს არ ხდება.

სულგუნი ცილების უნივერსალური წყაროა. ის შეიცავს დეფიციტურ ნივთიერებებს – ტრიფტოფანს, ლიზინსა და მეთიონინის მჟავეებს. სულუგუნი და ზოგადად რძიანი ყველეული მდიდარია ფოსფატიდებით, ძირითადად, ლეციტინით. ეს უკანასკნელი მთავარ როლს ასრულებს ცხიმოვან ცვლაში. სულუგუნში შეუცვლელი ამინმჟავების გარდა, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის საჭირო ვიტამინები.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!