მეგრული ენის დღე ზუგდიდში


  • დღეს, 29 მაისს, მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის არტ-გალერეაში, რომელიც მეგრული სიმღერით გაიხსნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია, მან საზოგადოებას მეგრულ ენაზე მიმართა და ისაუბრა მეგრული ენის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს ენათმეცნიერი მამანტი ძაძამია.

“მეშვიდე წელი, რაც ამ დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, არ ხერხდება სხვაგან მისი აღნიშვნა. როცა ეს დღე დავაწესეთ, მაშინ ჩავიფიქრეთ მეგრული ენის პოპულარიზაცია და პრობლემების აქტუალიზაცია. მეგრული ენა იკარგება. ამას ვხედავთ ჩვენ. ყველა დაუფიქრდეს ამ პრობლემას კარგად და რაღაცა უნდა ვიღონოთ, რომ არ დავკარგოთ ეს დიდი საგანძური, რასაც მეგრული ენა ჰქვია. დღევანდელი დღით გვინდა ხელისუფლების ყურადღება მივიქციოთ და ვუთხრათ, რომ არსებობს ეს პრობლემა და მიხედონ. ენთუზიაზმის დონეზე არ მოგვარდება. უნდა პატრონობა სახელმწიფოს მხრიდან, კანონები, მექანიზმები, და ბერკეტებია შესაქმნელი”,-აღნიშნა თავის საუბარში ზურაბ კვარაცხელიამ.

დღევანდელი დღისთვის საგანგებოდ თბილისიდან ჩამოვიდა გაზეთ “ილორის” რედაქტორი ეკა ნასყიდაშვილი. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გაზეთს აქვს ორი გვერდი სახელწოდებით: “ბჭარათ დო ბრაგადუათ ნანაშ ნინაშა”. “ყველა ადამიანი, ვინც დღეს აქ იმყოფება თანამშრომლობს გაზეთთან და არ შემეძლო დღეს აქ არ ჩამოვსულვიყავი და არ დავსწრებოდი ღონისძიებას. ჩემთვის დიდი პატივია ამ საზოგადოებაში ყოფნა. მეგრულ ენას სჭირდება გადარჩენა, ეს დიდი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის. სამეგრელოში, როცა ჩამოვდივარ, მინდა, მეგრულად ვილაპარაკო და ყველა ქართულად მელაპარაკება, ვეუბნები მელაპარაკეთ მეგრულად. ვეღარ ვამჩნევ ძველებურად, რომ მეგრულად ლაპარაკობენ და ეს ძალიან სამწუხაროა. მართლაც სჭირდება ამ ენას გადარჩენა”.

წალენჯიხელი ენათმეცნიერი კუკური ფიფია ფიქრობს, რომ მეგრული ენა გაქრობის პირასაა. ის ამბობს, რომ თანდათან კლებულობს ამ ენაზე მეტყველი ხალხი.  “მეგრული ენა არის მსოფლიოს საგანძური. დიდი ზარალი მიადგება კაცობრიობას ამ ენის დაკარგვით. ამიტომ ეს ენა აუცილებელია. შემოიღონ სკოლეში და უმაღლეს სასწავლებლებში მეგრული ენის საფუძვლები მაინც ისწავლბოდეს. ყურს არ ეჩხირებოდეს საქართველოში მცხოვრებ დანარჩენ ქართველებს. ამით თანდათანობით შეიძლება მსოფლიოს გავაცნოთ რა საგანძურის მფლობელები ვართ ქართველები”.

შეხვედრაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა მეგრულ ენაზე შეასრულეს სიმღერები.  მეგრულ ენაზე ლექსები წაიკითხეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა.

მეგრული ენის დღე ზუგდიდში 2013 წლიდან აღინიშნება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!