- დღეს, ზუგდიდში, დადიანების დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში პირველად გაიხსნა გამოფენა, “მეგრელთა საცხოვრისი“, რომელმაც გააცოცხლა სამეგრელოს ეთნოგრაფიული ყოფის ისტორია.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდი შესაძლებლობას იძლევა ვიზიტორთა წინაშე გაცოცხლდეს საქართველოს უძველესი კუთხის, სამეგრელოს წარსული.
გამოფენის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, ზუგდიდის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
დამთვალიერებელს გამოფენის მნიშვნელობაზე ესაუბრა მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
გამოფენის მიზანია დამთვალიერებელს მოუთხროს, როგორ შეიცვალა დროსა და სივრცეში ადგილობრივების ყოფა-ცხოვრება. გამოფენაზე მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი კოლხეთში ვაზისა და მარნის კულტურის ტრადიციები.