- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მდინარე ენგურზე, დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.
აღნიშნული ხიდი წლების განმავლობაში ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების მოძრაობას.
მერის თქმით, დარჩელი-განმუხურის ხიდის რეაბილიტაციას მოსახლეობა წლებია ელოდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მრავალწლიანი პრობლემა იქნება მოგვარებული. რეაბილიტირებული ხიდი ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
ხიდის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდე იქნება.