მაღალი ტემპერატურა და დროგამოშვებით წვიმა – ამინდის პროგნოზი 6 ივნისამდე


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 30 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. 31 მაისიდან 3 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და დაცხება.

აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.

თბილისში 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 30 მაისიდან მომავალი კვირის ბოლომდე +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!